საქართველოში კორონავირუსით დაავადების კიდევ 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით დაავადების კიდევ 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდა. ამ დროისთვის დაავადებულთა საერთო რაოდენობა 61-ს აღწევს. რაც შეეხება კარანტინში მყოფი ადამიანების რიცხვს, მათი რაოდენობა 3320-ია.