საქართველოში კორონავირუსით დღე-ღამეში 74 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 4 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 286 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 74 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 510 941 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 442 956 გამოჯანმრთელდა, 6 723 კი, გარდაიცვალა.