საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დღეს საქართველოში კორონავირუსისით გამოწვეული გართულებების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 143-ს შეადგენს.

ამასთან, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 18663-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6380 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 836.