საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 11 ათასს გადააჭარბა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 82 ადამიანი გარდაიცვალა და შედეგად ჯამურმა რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა. 

კერძოდ, გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 11 057 პაციენტი ემსხვერპლა.