საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

გამოვლინდა ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 208 ადამიანი. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.