საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 677 გახდა. მონაცემები სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCov.ge-ზე განახლდა. 

ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 419-ია. გარდაიცვალა 12 ადამიანი. 

ამ დროისათვის, კარანტინის რეჟიმში 3 873 პირი იმყოფება. 

სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 393.