საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისათვის ქვეყანაში უკვე 54 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის.