საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ამ დრომდე უკვე 49 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის.