საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ პაციანტს დაუდასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. 

შესაბამისი ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე sropcov.ge. 

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა. კარანტინის რეჟიმში 1925 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 271.