საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 362 937

გარდაიცვალა 18 პაციენტი. სულ საქართველოში ვირუსს 5 255 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 438 პაციენტი. ჯამში ვირუსისგან საქართველოში 348 705 მოქალაქეა განკურნებული.