საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  508 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 340838. 

გარდაიცვალა 17 პაციენტი. სულ საქართველოში ვირუსს  4699 ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა - 1481 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია - 323409 ინფიცირებული.  

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 24358, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12320, PCR ტესტით - 12038. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,09%, ბოლო 14 დღის - 3,77%, ბოლო 7 დღის - 3,47%. 

სულ აცრილია - 125601, დღიურად აცრილია - 4291. კარანტინის რეჟიმში - 48. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3965. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 668.