საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 1336-მდე გაიზარდა.

განკურნებულია 1088 პაციენტი. 

ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 17 ადამიანი.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში რჩება 7597 მოქალაქე. საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 პაციენტი.