საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov,ge-ზე გამოქვეყნდა.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულია 18 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში - 4717, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268 ადამიანი იმყოფება.