საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1370-მდე გაიზარდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი და განკურნებულთა რაოდენობა 1108-ს შეადგენს. 

კარანტინის რეჟიმში 6903 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. 

ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 17 პაციენტი.