საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და, ამ დროისთვის, 47-ს შეადგენს. 

ამის შესახებ ინფორმაცია ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მთავრობის მიერ გახსნილ ვებ გვერდზე sropcov.ge.გამოქვეყნდა. 

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა.კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259.