საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 155-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი ფაქტი დადასტურდა, შესაბამისად ინფიცირებულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა. 

აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344 მოქალაქე რჩება.