საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 83-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov,ge-ზე გამოქვეყნდა. 

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულია 14 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში - 4505, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 ადამიანი იმყოფება.