საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 635-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემები stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამასთან, 309-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. კორონავირუსი ქვეყანაში კიდევ 12-მა ადამიანმა დაამარცხა.

ამ დროისათვის საიტზე არსებული მონაცემები კი ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 635

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 309

მათ შორის გარდაცვლილი - 10

კარანტინის რეჟიმში - 4717

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 452

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3.