საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1233 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულია 345196 შემთხვევა. 

გასული დღე-ღამის მონაცემებით კორონავირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა, სულ ქვეყანაში ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 4804 ადამიანი. 

გამოჯანმრთელდა 1002 პაციენტი, სულ განიკურნა 328620 ინფიცირებული. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 32930, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 22831, PCR ტესტით - 10099. 

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,74%, ბოლო 14 დღის - 3,3%, ბოლო 7 დღის - 2,71%. 

სულ აცრილია - 143970 მოქალაქე, დღიურად აცრილია - 5056. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 33, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3707, ხოლო კლინიკურ სასტუმროში 631 პირი.