საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 31 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5552-მდე გაიზარდა. 

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 148-ით გაიზარდა და 2054 გახდა.