საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად სულ 92 ადამიანია გარდაცვლილი. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 12 272-მდე გაიზარდა.