საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. კოვიდინფექცია მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ პირს დაუდასტურდა. როგორც მარნეულის მერიაში report.ge-ს განუცხადეს, ინფიცირებულები სოფელ კირაჩმუღანლოს მცხოვრებლები არიან.

მონაცემები ჯერ არ განახლებულა stopcov.ge-ზე. ვებგვერდზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უცვლელია და ის 810 -ს შეადგენს. როგორც ცნობილია აღნიშნულ ვებგვერდზე მონაცემთა განახლება დღეში ერთხელ, დღის პირველ ნახევარში ხდება.