საქართველოში კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში დადასტურებულია 349 098 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 17 პაციენტი გარდაიცვალა, სულ საქართველოში ვირუსს 4 910 პაციენტი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 201 პაციენტი, სულ ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია 333 505 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 18 288, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 8 505, PCR ტესტით - 9 783

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2.76%, ბოლო 14 დღის - 2.92%, ბოლო 7 დღის - 2.99%.