საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით არსებულ მონაცემებს კიდევ ორი პაციენტი დაემატა. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 723-ს შეადგენს. 

გაიზარდა გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვიც. კორონავირუსი ქვეყანაში საერთო ჯამში 495 -მა პაციენტმა დაამარცხა.