საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით დღის მეორე ნახევარში დადასტურდა კიდევ 4 ახალი შემთხვევა.  ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ერთი პაციენტი ე.წ. საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება, სამი კი ტრაილერის მძღოლია. ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 800 შემთხვევაა დადასტურებული.