საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 402-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 402-მდე გაიზარდა. დღის ბოლოს არსებულ სტატისტიკას 3 პაციენტი დაემატა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, კორონავირუსი კიდევ ორმა პაციენტმა დაამარცხა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულების რიცხვი 95-ს შეადგენს. 

კარანტინში რჩება 4782 ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი კი 4 -ს შეადგენს.