საქართველოში კვლავ მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 19:56 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში ხუთი მიწისძვრა მოხდა. ხუთივეს ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.