საქართველოში მინიმუმ ერთი დოზით 675 978 ადამიანია აცრილი

22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 962 165 აცრაა ჩატარებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 675 978 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.7%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 10.0%

ბოლო 24 საათში აიცრა 23 303 პირი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევა, აქედან ყველაზე მეტი, 1 425 შემთხვევა გამოვლენილიათბილისში .