საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 39 კმ-ში, სოფელ ხალაწანთან იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრა დღეს, 25 მაისს, თბილისის დროით 06:06 საათზე დაფიქსირდა და მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,6 მაგნიტუდა შეადგინა. 

ცნობისთვის, საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში მიწისძვრა გუშინ, 24 მაისსაც მოხდა. 

22 მაისს კი მიწისძვრა საქართველოში მოხდა.