საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 15:52 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ეპიცენტრი სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიდიდემ 3.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.