საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის პირველადი ინფორმაციით, 25 იანვარს, თბილისის დროით 04:12 საათზე მოხდა 3.3 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა.

მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ-ში, სოფელ ლუთხუბთან იყო.

შეგახსენებთ, გუშინ, 24 იანვარს, მიწისქვეშა ბიძგები დმანისთანაც დაფიქსირდა