საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, 12:35 საათზე, რაჭაში 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან 6 კილომეტრში დაფიქსირდა.