საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, თბილისის დროით 06:19 საათზე ნინოწმინდასთან, სოფელ ფოკასთან მიწისძვრა მოხდა. სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო.

ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.