საქართველოში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 437 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 437 ფაქტი გამოვლინდა. 

პოლიციამ დააჯარიმა 122 პირი, რომელთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1 179 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 136 ფაქტი გამოვლინდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.