საქართველოში მოსალოდნელია ინდური შტამის დომინანტური გავრცელება - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელება მოსალოდნელი იყო. 

"ინდური შტამის დომინანტობა მოსალოდნელი იყო და არის ახლაც, ამას არავინ არ უარყოფს. მნიშვნელოვან იარაღად კვლავ რჩება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვაქცინაცია და სოციალური დისტანცია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აუცილებლად დავიცვათ ყველა რეგულაცია" - განაცხადა ტიაკრაძემ. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ე.წ ინდური შტამის, ანუ "დელტას" 18 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მათი გათვლებით, ახალი შემთხვევების დაახლოებით 10 პროცენტს საქართველოში სწორედ ინდური შტამი შეადგენს