საქართველოში "ომიკრონის" 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის კიდევ 19 შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში ჯამში "ომიკრონის" 48 შემთხვევაა დაფიქსირებული.

საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების შემთხვევები პირველად 20 დეკემბერს გამოვლინდა.