საქართველოში ომიკრონის 82 ახალი შემთხვევა დადასტურდა - დაწყებულია შიდა გავრცელება

ქვეყანაში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა 82-ით გაიზარდა. ამ დროისთვის, საქართველოში აღნიშნული შტამის 335 ლაბორატორიული შემთხვევაა დადასტურებული. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, დაწყებულია შიდა გავრცელება. 

გუშინდელი მონაცემებით საქართველოში "ომიკრონის" 253 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, "ომიკრონით" ინფიცირებულთა რეალური რაოდენობის მისაღებად ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4-ზე უნდა გამრავლდეს. 

რეალური მაჩვენებლის მისაღებად ეს რიცხვი 4-ზე უნდა გამრავლდეს.

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იხილეთ ბმულზე.

ვაქცინაციის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე