საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1092 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაფიქსირებულია კორონავირუსის 355368 შემთხვევა.  

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი. სულ ქვეყანაში გარდაიცვალა 5083 ინფიცირებული. 

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 775 ადამიანი. სულ ვირუსისგან განიკურნა 341103 პაციენტი. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 29734, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20425, PCR ტესტით - 9309

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,67%, ბოლო 14 დღის - 2,6%, ბოლო 7 დღის - 2,33%.