საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება

31 მაისს საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალურ ღონისძიებას მართავს.

მას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოს აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მაღალი რანგის პირები დაესწრებიან.

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ გაიმართება.