საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 1321-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. სულ, საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულია 1088 პაციენტი. ნფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 17 ადამიანი. 

ამჟამად კარანტინის რეჟიმში რჩება 7597 მოქალაქე. საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 პაციენტი.