საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, შესაბამისად გაუქმდა ე.წ კომენდანტის საათიც. ვინაიდან პარლამენტს საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით ჰქონდა გამოცხადებული, კომენდანტის საათიც, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ვრცელდებოდა, 23 მაისის დადგომისთანავე აღარ მოქმედებს.

მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა, შეზღუდვების ნაწილი ძალაში რჩება.

კერძოდ: 

ხვალიდან სახლიდან გამოსვლის შეზღუდვა ეხსნებათ 70 წელს ზევით მოქალაქეებს. 

გარდა ამისა, ხვალიდან პირბადე სავალდებულო ხდება ტაქსის მძღოლებისთვის და ყველასთვის, ვინც საჯარო დახურულ სივრცეში იმყოფება. მათ შორის, სავაჭრო ობიექტებზე. 

ისევ სავალდებულოა 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა.