საქართველოში "სინოფარმის" 100 000 ვაქცინა შემოვიდა

საქართველომ "სინოფარმის" ვაქცინის 100 000 დოზა მიიღო. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანამ საჩუქრად წითელი ჯვრისგან მიიღო. 

NCDC-ს ცნობით, ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში.

საქართველოში ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.