საქართველოში სპეცრეისით 166 ადამიანი დაბრუნდა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იტალიის დედაქალაქიდან, რომიდან, საქართველოში 166 ადამიანი დაბრუნდა.  

სპეცრეისით დაბრუნებულმა მგზავრებმა სამედიცინო შემოწმება აეროპორტშივე გაიარეს და შემდეგ, სპეციალურად აღჭურვილი ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. ისინი 14 დღის განმავლობაში კარანტინში იქნებიან და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას 24 საათიან რეჟიმში სამედიცინო პერსონალი დააკვირდება.

ცნობისთვის, საკარანტინო სივრცეში დღეის მონაცემებით 5627 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 228.