საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 ნოემბერს, საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა თბილისში +10 გრადუსი იქნება.

ბათუმში, +17 გრადუსია მოსალოდნელი. +18 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი ზუგდიდში. +17 გრადუსი იქნება ქუთაისში.

თელავში, ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაეცემა. +10 გრადუსია მოსალოდნელი ლაგოდეხში. +9 გრადუსი იქნება სიღნაღში.

ხანმოკლე წვიმაა მესტიაში, ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. +13 გრადუსია ნავარაუდევი ცაგერში, ბახმაროში კი წვიმა და +8 გრადუსია მოსალოდნელი.