საქართველოში ვაქცინაციის 78 ახალი პუნქტი გაიხსნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომავალი კვირიდან საქართველოში ვაქცინაციის პუნქტების ქსელი გაფართოვდება და იმუნიზაციის დამატებით 78 პუნქტი გაიხსნება. 

მინისტრის თქმით, ამისთვის 100-ზე მეტი ჯგუფია გადამზადებული.

„შემდეგი კვირიდან გაფართოვდება მნიშვნელოვნად ქსელი, სადაც მოხდება ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია, კერძოდ კი 78 ცენტრი დაემატება. უკვე გადამზადებულია 100-ზე მეტი ჯგუფი, რომელიც მოახდენს საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაციას და საერთო ჯამში, საქართველოში ამ ეტაპისთვის, გაშლილი იქნება 138 ცენტრი, სადაც ვაქცინაციის პროცესი გაიმართება“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეიდან, 27 აპრილიდან 18 წლიდან მოქალაქეებისთვის ჩინური "სინოფარმით" ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იწყება.