საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

17 ოქტომბერს, საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსამდე გათბება.

ბათუმში, ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება. ზუგდიდში კი +29 გრადუსია ნავარაუდები.

+29 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი ქუთაისშიც.

თელავში, ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ლაგოდეხში +25 გრადუსი იქნება, სიღნაღში კი +22 გრადუსია მოსალოდნელი.

მესტიაში ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება. ცაგერში +26, ბახმაროში კი +21 გრადუსი იქნება.