"საქართველოსთვის" მიესალმება საქართველოს წვლილს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებაში

"მივესალმები საქართველოს წვლილს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტყვეების საკითხზე შეთანხმების მიღწევაში", - ამის შესახებ "საქართველოსთვის" წევრმა ლევან დოლიძემ განაცხადა. 

მისი თქმით მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკა რეგიონში ხელს უწყობდეს პარტნიორებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაძლიერებას და საქართველოს, როგორ სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშემწყობი ქვეყნის როლის გამოკვეთას.