საქართველოში კორონავირუსით დღეს მეორე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით დღეს მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

სულ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 38 პაციენტი.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 6192-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 796-მა ადამიანმა დაამარცხა და ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3120-ს შეადგენს