საქართველოს ორ მოქალაქეს კორონავირუსის ინდური შტამი დაუდასტურდა

ინდოეთში მცხოვრებ საქართველოს ორ მოქალაქეს კორონავირუსის ინდური შტამი დაუდასტურდა. ინფორმაცია Report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ორივე მოქალაქეს ვირუსი მსუბუქ ფორმაში აქვს, ამ დროისათვის კლინიკაში იმყოფებიან და საქართველოს საელჩოს მათთან კომუნიკაცია აქვს.