სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე განცხადებას ავრცელებს: 

,,საქართველოს სახალხო დამცველი გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში პრიორიტეტად მიიჩნევს სახელმწიფოს მიერ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას და მომხდარ შემთხვევებზე დაცული, დროული და ეფექტიანი რეაგირების განხორციელებას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმართვიანობა არ გაზრდილა, საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს და ართულებს დაცვის და დახმარების სერვისებზე პირდაპირ წვდომას. მიმართვიანობა არ გაზრდილა არც ძალადობის მსხვერპლთა კრიზიულ ცენტრებსა და თავშესაფრებში. ამ ეტაპზე, თბილისის თავშესაფარი გადაკეთებულია საკარანტინე ზონად, სადაც მსხვერპლები განთავსდებიან თავშესაფრებში გადანაწილებამდე 2 კვირით, ჯანმრთელობაზე დაკვირვების მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველი, ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის, მათ შორის, მიმართვიანობის გაზრდილი რისკების საპასუხოდ, მნიშვნელოვნად მიიჩნევს:

სახალხო დამცველი აგრძელებს საქართველოში ახალი კორონავირუსის კრიზისის პირობებში ქალთა და ოჯახში ძალადობის კუთხით შესაბამისი უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის დოკუმენტების აღსრულების მონიტორინგს.

თქვენი უფლებების დარღვევების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველის აპარატს ცხელ ხაზზე 1481; აზერბაიჯანულ ენაზე კონსულტაციისთვის დაურეკეთ ჩვენ თანამშრომელს მურად გუსეინოვს ნომერზე – 591 70 10 73, ხოლო სომხურ ენაზე კონსულტაციისთვის დაუკავშირდით ანდრანიკ ბაღდასარიანს ნომერზე – 595 80 78 44. “ – ნათქვამია განცხადებაში